დიოკნისი

დიოკნისი, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში (აჭარის არ), არსიანის ქედის დას. კალთაზე, მდ. აჭარისწყლის მარცხ. მხარეს, ბათუმი – ახალციხის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ბეღლეთი, გელაძეები, იაკობაძეები, კორტოხი, მანიაკეთი, პაქსაძეები, ტაბახმელა, ღორჯომელაძეები, ღურტა, ჯვარიქეთი). ზ. დ. 1180 მ, ხულოდან 10 კმ. 440 მცხ. (2002).