ადანგე

ადანგე, მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ადანგეს უღელტ. სამხრ-ით მდებარე პატარა კარულ ტბაში. სიგრძე 12 კმ, აუზის ფართ. 47 კმ². მიედინება ტროგულ ხეობაში. მდ. მარუხის შესართავიდან ა-ს ჩხალთა ეწოდება. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. წყალმცირობა - ზამთარში.