ადგილობრივი დრო, დედამიწის ამა თუ იმ პუნქტის დრო. დამოკიდებულია ადგილის გეოგრ. გრძედზე. დროის ერთსა და იმავე მომენტში ა. დ. მით უფრო მეტია, რაც უფრო აღმ-ით მდებარეობს პუნქტი; იგი გრძედის ყოველ 15°-ზე 1 სთ-ით მატულობს. ორი პუნქტის ა. დ-ის სხვაობა დროის ერთეულებით გამოხატულ ამ პუნქტების გეოგრ. გრძედთა სხვაობას უტოლდება. მაგ., თბილ. ა. დ. უსწრებს გრინვინჩის ა. დ-ს 2 სთ, 59 წთ, ხოლო ირკუტსკისას ჩამორჩება 3 სთ, 58 წთ. ა. დ-ს განსაზღვრავენ ასტრონ. დაკვირვებათა მეშვეობით და იყენებენ ზოგიერთი ასტრონ. ამოცანის გადასაწყვეტად.
ზოგჯერ შეცდომით ადგილის ზოლურ დროსაც ა. დ-ს უწოდებენ.