ადიგენის განძი, XIII ს. ვერცხლის მონეტების განძი, რ-იც აღმოჩნდა 1968 სოფ. ვარხანსა და აბასთუმნის მახლობლად (ადიგენის მუნიციპ.).
შეიცავს XIII ს. 60–80-იან წლებში თბილისში მოჭრილ I და II ტიპის ყაანურებსა და ქართ.-ჰულაგუიანურ დირჰემებს. ა. გ. დაფლული უნდა იყოს XIII ს. 80-იანი წლების დასაწყისში. განძის ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში. მეორე ნაწილი – ახალციხის არქეოლ. ბაზასა და მუზეუმში.
ლიტ.: Джалагания И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979.
გ. დუნდუა