ადიღური ანთროპოლოგიური ტიპი, კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი ანთროპოლ. ტიპი.
მიეკუთვნება სამხრ. ევრ. ანუ ინდოხმელთაშუაზღვისპირულ მეორეულ (მცირე) რასას. გვხვდება ადიღეელებში, ყაბარდოელებში, აბაზებში, ჩერქეზებსა და კავკ. ჩრდ.-დას. ტერიტორიაზე მცხოვრებ ზოგიერთ სხვა ჯგუფში. ახასიათებს შედარებით დაბალი თავის მაჩვენებელი, საშუალოზე მცირე სიმაღლე, შედარებით ღია პიგმენტაცია, ვიწრო, სწორი, ხრტილოვანი და ზომიერად გამოდრეკილი ძვლოვანი პროფილის მქონე ცხვირი, ჰორიზ. ან აწეული ცხვირის წვეტი, ვიწრო თვალის ნაპრალი, სუსტად განვითარებული წვერი, ქუთუთოს ნაოჭის მაღალი პროცენტი, საშ. სიმაღლის სახე და ვიწრო შუბლი.
მ. აბდუშელიშვილი