ადიღური ენები, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი შტო.
ა. ე-ში შედის ადიღეური ენა და ყაბარდოული ენა. ორივე ახალდამწერლობიანი ენაა. ადიღეელებიც და ყაბარდოელებიც მშობლიურ ენას უწოდებენ ადიღეურ ენას (ადჷღა-ბზა). ა. ე-ის პარალელურად საენათმეცნ. ლიტ-რაში ამავე მნიშვნელობით იხმარება ტერმ. „ჩერქეზული ენები“.
გ. როგავა