ალბანური ენა კ ა ვ კ ა ს ი ი ს ა, კავკასიის ალბანელთა (იხ. ალბანელები კავკასიისა) სალიტერატურო ენა.
დამოწმებულია აზერბ. რესპ. დას. რ-ნებში ნაპოვნ მცირერიცხოვან ფრაგმენტულ წარწერებში. ზოგი მეცნიერის აზრით, ა. ე. უნდა იყოს თანამედროვე უდიური ენის (ა. შანიძე) ან მისი ახლომონათესავე მთის კავკ. ენების (წახური, მუხადური ანუ რუთულური, აღულური, ლეზგიური, ბუდუხური, ჯეკურ-კრიწული...) წინაპარი ენა. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა ალბ. ანბანის ასოთა (იხ. ალბანური დამწერლობა) და უდიური ენის ბგერათა თანაფარდობა, მორფოლ. და ლექსიკური, აგრეთვე ისტ.-ეთნოგრ. მონაცემები და უძველესი წერილობითი წყაროები.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წგ. 2-ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, თბ., 1937; Абуладзе И. В., Новое Сведение о сушествовании письменности у кавказских албанцев, «Сообшения Груз. Филиала АН СССР», 1940, т. 1, № 4; Тревер К. В., Очерки по истории и культуре Кавказской Албании (IV в. До н. э. – VII в. н. э.), М. –Л., 1959; Шанидзе А. Г., Язык в письмо кавказских албанцев, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე», 1960, № 1.
ე. ჯეირანიშვილი