ალბოროვი ფელიქს შალვას ძე (დ. 8. IX. 1935, ცხინვალი), ოსი კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1982). 1963 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასი). 1961 – 62 ცხინვალის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „სიმდის“ სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 1962-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას. 1962 – 68 იყო ცხინვალის სამუსიკო სკოლის, ხოლო 1975 – 78–მის მიერ ჩამოყალიბებული სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი. 1978-იდან ცხინვალის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელია. ა. მუშაობს მუს. ხელოვნ. სხვადასხვა ჟანრში. ნაწარმოებები: კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფ. ორკესტრისათვის (1963), სიუიტა სიმფ. ორკესტრისათვის (4 ნაწილად, 1971), საფორტეპიანო ვარიაციები (1965), „ექსპრომტი“ ფორტეპიანოსათვის (1970), მუსიკა კინოსა და თეატრისათვის.