ალექსანდრე (ერისკაცობაში ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) (1824 სოფ. დისევი, ახლანდ ერედვის მუნიციპალიტეტი – 9. XI. 1907, შიო -მღვიმე), საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.
სწავლობდა გორის სას. სასწავლებელსა და თბილ. სას. სემინარიაში. 1850 დაამთავრა ყაზანის სას. აკადემია. ჯერ მასწავლებლობდა, შემდეგ აფხ. არქიმანდრიტი იყო, 1862–69 – აფხ. ეპისკოპოსი, 1869–82 და 1886–98 – გორის ეპისკოპოსი და ქართლ-კახეთის პირველი ქორეპისკოპოსი, 1882–85 – გურიის, 1898 – 1903 – გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.
XIX ს-ის 70–80-იან წლებში ა. იბრძოდა ქართ. ენის სავალდებულო საგნად შემოღებისათვის საქართვ. სას. სკოლებში. ილაშქრებდა რუსიფიკატორ ვოსტორგოვის წინააღმდეგ და მოითხოვდა სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართ. ენის შენარჩუნებას. ამის გამო 1903 გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ა-მ საკუთარი სახსრებით დაბეჭდა რამდენიმე ქართ. საერო და საეკლ. ძეგლი. შეაგროვებინა და გამოაცემინა ხალხში გაბნეული ქართ. საგალობლები. XIX ს-ის 90-იან წლებში საკუთარი ხარჯებით შეაკეთა და განაახლა ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლები: შიომღვიმე, ზედაზენი, ჯვარი და დავითგარეჯა. დიდძალი ფული შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბას და საეკლ. მუზეუმს ხელნაწერთა შესაკრებად და გამოსაცემად. ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად დააწესა სტიპენდიები. საყურადღებოა ა-ს საჯარო გამოსვლები და სიტყვები, სადაც ის შეუპოვრად გმობდა ეროვნულად გადაგვარებულთ, არ ერიდებოდა მათ მაღალ თანამდებობას და ჩინ-მედლებს. ი. ჭავჭავაძემ 1895 ა-ს მოღვაწეობის 50 წლისთავზე წარმოთქმულ საიუბილეო სიტყვაში დაახასიათა ის როგორც ერის მოჭირნახულე და გადასცა ხალხის მადლობა. დასაფლავებულია შიომღვიმის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ქართული ეკლესიის მიერ შეირაცხა წმინდანად და ეწოდა წმიდა მღვდელმთავარი. ხსენების დღეა 26 (9,11) ოქტ. /ნოემბერი.
ლიტ.: ჭიჭინაძე ზ., გურია სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე, ტფ., 1903.
ბ. ლომინაძე