ადუედააძიჟი

ადუედააძიჟი, ტბა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედის ჩრდ. კალთაზე, ზ. დ. 2411 მ. უჭირავს მყინვარული კარის ძირი. ზედაპირის ფართ. 2,3 კმ 2. საშ. სიღრმე 29,6 მ, მაქს. – 64 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაქს. დონე ზაფხულის პირველ ნახევარში აქვს, მინ. – ზამთარში. ტბიდან გაედინება მდ. ადუედა. ზაფხულში წყლის ტემპ-რა 16–18°C. ზამთარში იყინება. წყალი მტკნარია.