ავაზაშვილი დავით ზაქარიას ძე [3 (16). IX. 1911, ყვარელი, – 20. III. 1984, თბილისი], მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1959). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).
დაამთავრა თსუ (1937). 1956–84 იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის უმაღლესი მათ. კათედრის გამგე. იკვლევდა პოტენციალის თეორიას, დრეკადობის ბრტყელი და სივრცული დიფრაქციის თეორიების სასაზღვრო ამოცანებს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.