ავალიანი სერგი შალვას ძე (13. I. 1928, სოფ. ჯვარისა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 16. II. 2017, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1984).
1949 დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი. 1963-იდან საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის განყ-ბის გამგე. მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია დიალექტ. მატერიალიზმი, ბუნებათ-მეცნიერების ფილოს. პრობლემები, მეცნიერებათა მეთოდოლოგია და ქართ. ფილოს. ისტორია. ჩამოაყალიბა თვალსაზრისი მეცნ. ცოდნის ფსევდოაბსოლ. ხასიათის შესახებ, რ-იც შემდეგ ღირებულებაზეც გაავრცელა.
თხზ.: ჰანს რაიხენბახის ფილოსოფია, თბ., 1961; თანამედროვე პოზიტივიზმის ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია, თბ., 1964; ალბერტ აინშტაინი, თბ., 1972 (მათე მირიანაშვილის თანაავტორობით); ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია, თბ., 1974; აინშტაინი, თბ., 1983; ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1983; მეცნიერების ბუნება და მისი საზოგადოებრივი დანიშნულება, თბ., 1986; ანტონ პირველი (ბაგრატიონი), თბ., 1987; XX საუკუნის ნატურფილოსოფია, თბ., 2004–2013; თეორიული ფილოსოფია, თბ., 2007; მეცნიერული ონტოლოგია და ფილოსოფიური თეოლოგია, თბ., 2012; სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის მსოფლმხედველობა, თბ., 2012; Философские взгляды И. Р. Тархнишвили, Тб., 1957; Очерки философии естествознания, Тб., 1968; Абсолютное и относительное, Тб., 1980; The Philosophy of Pseudoabsolute, New-York, 2018.