„ავარ, ავარ დავდივარ“

„ავარ, ავარ დავდივარ“, ქართული ხალხური სიმღერა. ქალაქური ფოლკლორის აღმოსავლური შტოს ერთ-ერთი ტიპური ნიმუში.

ფართოდ იყო გავრცელებული ძვ. თბილისში, უპირატესად კინტოებს შორის. მისთვის დამახასიათებელია გადიდებული სეკუნდის ინტონაციები. სიმღერა ჩაიწერა დ. არაყიშვილმა („ერთხმიანი და გუნდური ქალაქური სიმღერა“, 1946, რუს. ენაზე). სიმღერის მელოდია გამოიყენეს ა. ხაჩატურიანმა (I საფორტეპიანო კონცერტი) და ი. კეჭაყმაძემ („ძველი თბილისის პარაფრაზები“).

ლიტ.: ქართული ხალხური ქალაქური სიმღერები, შემდგ. ა. მშველიძე, თბ., 1970.

ი. ჟორდანია