ავაჯი

ავაჯი, ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინი, რ-იც აღნიშნავს საგალობლის ხმას, მელოდიას, კილოს.

ძვ. ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დამოწმებულია ტერმ. „თითავაჯი“ („თითნი“), რ-საც ანტონ I-ის რედაქციის სადღესასწაულოში შეესატყვისება „თითხმოვანი“, ის მიუთითებს უძლისპირო საგალობელზე, რ-საც ძლისპირზე გაწყობილი მელოდია არ გააჩნია, თუმცა აქვს საკუთარი კილო. ზოგჯერ „თითნის“, „თითავაჯის“ „გარდაკილოება“ ხდებოდა, ე. ი. მას უსადაგებდნენ ძლისპირს და მის ხმას.

პეტერბ. საჯარო ბ-კის ერთ ქართ. ხელნაწერს აქვს მინაწერი: „თითნი პირველ, აწ არსენის გარდაკილოებულნი“.

მ. ქავთარია