ავგუსტინელები

ავგუსტინელები (ლათ. augustiniani), „მათხოვარი“ კათოლიკე ბერმონაზვნების ორდენი. დაარსდა XIII ს. 40-იან წლებში. ა-ის წესდების შედგენას მცდარად მიაწერენ ქრისტიან ღვთისმეტყველ ავგუსტინე ნეტარს (აქედან ორდენის სახელწ.). XVI ს-იდან ა. მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, ირანში, ფილიპინებზე, ამერიკაში, ავსტრალიაში და გზას უკაფავდნენ ევრ. კოლონიზატორებს. ა. მისიონერებად საქართველოშიც იყვნენ (იხ. კათოლიკობა საქართველოში).

გ. ჟორდანია