ავთანდილ შულავრელი, XVIII ს. ხუროთმოძღვარი, რ-მაც ააშენა ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი სოფ. წესთან (ამბროლაურის მუნიციპ.). მისი სახელი მოხსენიებულია აღმ. ფასადის წარწერაში. მეორე წარწერის მიხედვით, ძეგლი 1753-ით თარიღდება. ა. შ., როგორც ჩანს, აღმ. საქართველოდან იყო. მას რაჭის ერისთავის როსტომის ბრძანებით აუგია ტაძარი, რ-იც ძვ. ქართ. გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნიმუშია.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.