ავლაბრის არაქსიანის თეატრი, გაიხსნა 1903 თბილისში ავლაბრის მოედნის მახლობლად. დაარსების ინიციატორი იყო პ. არაქსიანი. თავდაპირველად ჩამოყალიბდა სომხ. დასი. მის რეპერტუარში შედიოდა ა. ცაგარლის „ხანუმა“ (ხანუმას როლში პოღოს არაქსიანი გამოდიოდა), ნ. გოგოლის „რევიზორი“, გ. სუნდუკიანის „პეპო“, „დაქცეული ოჯახი“, ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“ და სხვ. იმავე წელს მოგვიანებით მუშაობა დაიწყო ქართულმა დასმაც. მსახიობები დიდი წარმატებით გამოდიოდნენ ორივე დასის სპექტაკლებში. იმართებოდა საიუბილეო საღამოები. 1905–06 დაწესდა წარმოდგენების შემდეგ დივერტისმენტებისა და კონცერტების მოწყობა, სადაც კითხულობდნენ ლექსებს, იმართებოდა სცენები ვაჭრების, გლეხების, ყარაჩოხელებისა და კინტოების ცხოვრებიდან. ა. ა. თ-ს რსდმპ თბილ. კომიტეტი იყენებდა რევ. პროპაგანდისათვის. მომდევნო წლებში გაიზარდა თეატრ. რეპერტუარი; იდგმებოდა ვ. მონტის „გაიუს გრაკქუსი“, ჰ. იბსენის „ექიმი შტოკმანი“, ი. გომართლის „წამხდარი სისხლი“, „ქოხში“, დ. ერისთავის „სამშობლო“ და სხვ. 1910-იან წლებში თეატრმა შეწყვიტა არსებობა.
თ. გომართელი