ავტოგრაფი

ავტოგრაფი (ბერძნ. autos – თვით და graphō – ვწერ), 1. ვისიმე საკუთარი ხელმოწერა ან წანაწერი (სურათზე, წიგნზე და სხვ.); 2. ავტორისმიერი ხელნაწერი ტექსტი. ა. ძირითადი წყაროა თხზ. კანონიკური (სწორად მიჩნეული) ტექსტის დასადგენად, მნიშვნელოვანი მასალაა ისტ. მოღვაწის, მეცნიერის, მწერლის შემოქმედებითი პროცესის შესასწავლად. ა-ების შეგროვება და დაცვა არქივების, ბ-კებისა და მუზეუმების საქმეა. საქართველოში მნიშვნელოვანი ა-ებია დაცული კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტში, გ. ლეონიძის სახ. სახელმწ. ლიტ. მუზეუმში და სხვ.; ცნობილია ა-ების კერძო კოლექციები.