ავტოკეფალიური ეკლესია, ავტოკეფალია (ბერძნ. autos – თვით და kephalē – თავი), დამოუკიდებელი ქრისტიანულ-მართლმადიდებელი ეკლესია, რ-იც იერარქიულად ცალკე ერთეულია.
ქართ. ქრისტ ეკლესია თავდაპირველად ექვემდებარებოდა ბერძნ. ეკლესიას. V ს-იდან კი ავტოკეფალია მოიპოვა (იხ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია).