აზავერი, ტვირთის საკიდარი (სასპალნე) ხარი. წერილობითი წყაროების მოწმობით, ადრინდ. შუა საუკ. საქართველოში ფართოდ ყოფილა გამოყენებული საოჯახო მეურნეობაში შორ გზაზე ბარგის გადასაზიდად, აგრეთვე მშენებლობაში. ა. მოხსენიებულია X ს. 50–60-იანი წწ. ოშკის წარწერაში (ამ წარწერის მიხედვით ა-ში მხოლოდ ხარი არ უნდა იგულისხმებოდეს) და „ვეფხისტყაოსანშიც“. ზოგიერთი ხალხი (აღმ. აზიის, ჩრდ. აფრიკის და სხვ.) დღესაც იყენებს ხარს ტვირთის საკიდრად და შესაჯდომად. სასაპალნე ხარს კეხს ადგამენ. შესაჯდომ ხარს აღვირი ნესტოებზე აქვს დამაგრებული.
მ. გეგეშიძე