აზანთა

აზანთა, სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტის წებელდის თემში (აფხაზეთის არ), ამტყელის ტბის მახლობლად. ზ. დ. 640 მ, გულრიფშიდან 30 კმ. მდ. ამტყელის ხეობაში აღმოჩნდა ადრინდ. ბრინჯაოს ხანის 3 დოლმენი, რ-ებიც ყველაზე მაღალია შავიზღვისპირეთის დოლმენებს შორის. შეისწავლეს ვ. სტრაჟევმა (1926) და ბ. კუფტინმა (1946). შემორჩენილია შუა საუკ. ციხის ნანგრევები. ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: ჯაფარიძე ო., ლითონის წარმოების ადრეული საფეხური საქართველოში, თბ., 1955; Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, [т.] 1, Тб., 1949.

ი. გაგოშიძე