ალაროდიები

ალაროდიები (ბერძნ. Alarodioi), ხალხი, რ-იც ჰეროდოტეს ცნობით, სასპერებსა და მატიენებთან ერთად შედიოდა აქემენიდთა სპარსეთის მე-18 ოლქში (სატრაპიაში).

სატრაპია სპარსეთის სამეფო კარს ყოველწლიურად 200 ტალანტ ვერცხლს უხდიდა. სახელწოდება „ალაროიდებში“ შემონახულია სახელი ძვ. ურარტუელებისა (შდრ. არარატ-ურარტუ სახელის ვარიანტი არაროდ > ალაროდ), რ-თა შთამომავლებიც ალბათ ა. იყვნენ. როგორც ჩანს, ძვ. წ. V ს-ში ა. ისევ ძვ. ურარტუს მიწა-წყალზე ცხოვრობდნენ.

ლიტ.: ყაუხჩიშვილი თ., ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1960; Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.

გ. მელიქიშვილი