ალასტანი

ალასტანი, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალქალაქის პლატოზე, მდ. ჭობარეთის (ფარავნის მარჯვ. შენაკადი) ორივე ნაპირას.

თემის ცენტრი (სოფლები: ა., გოკიო, ვარევანი). ზ. დ. 1660 მ., ახალქალაქიდან 23 კმ. 641 მცხ. (2014).

ა-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილი გორანამოსახლარები ადასტურებს, რომ ეს ადვილი ანტ. ხანიდან იყო დასახლებული. X–XI სს-ში ა-მა სოფლის სახე მიიღო და სხვა სოფლებთან (ღრტილა, დლივი, ბოჟანო) ერთად საქართველოს მეფეების დროებითი საზაფხულო სადგომი გახდა. XII–XIII სს-ში ა. საუფლისწულო მამულის ცენტრი იყო, აქ ჰქონდა რეზიდენცია გიორგი IV ლაშას, რის გამოც იგი „ალასტანელის“ ტიტულით იწოდებოდა. 1302–80 წლებში ა. ამ რეგიონის „პროვინციის მეფეთა“ რეზიდენციის ცენტრს წარმოადგენდა. შემდეგ ა. მცხეთის საკათალიკოსოს მიეკუთვნა, XVI ს-ში სოფელი ორად იყო გაყოფილი – ზემო და ქვემო ა-ის სახელწოდებით. შემორჩენილია X–XI სს. ქართული და XIX ს. სომხ. ეკლესია.

ლიტ.: ნინიძე დ., სოფელ ალასტანის ისტორიიდან, კრ.: მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ნაკვ. 3, თბ., 1987.

ი. სიხარულიძე