ანთელავა ილია პავლეს ძე (25. XII. 1951, თბილისი, – 4. XI. 2001), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1987), საქართვ. მეცნ. აკად. სამეგრელოს სამხარეო სამეცნ. ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (1997-იდან).
დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1973). ა-მ საქართველოს ისტ. ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში, აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტავია თემაზე „საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI–XIII სს-ში“ (გამოიცა ცალკე წიგნად 1983). ა-ს კვლევა ძირითადად სამი მიმართულებით წარიმართა – საქართვ. სახელმწიფოსა და მმართველობის ინ-ტების ისტორია, წყაროთმცოდნეობა, რეგიონული ისტორია. სხვადასხვა დროს ა. იყო თსუ-ის სოხუმის ფილიალის, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ისტ. კათედრის პროფესორი.
დაჯილდოებულია ჟ. შარტავას პრემიით მეცნიერების დარგში (1997) და ღირსების ორდენით.
თხზ.: XI–XV სს. საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები, თბ., 1980; XI–XIV სს. ქართული საისტორიო წყაროები, თბ., 1988; ლევან დადიანი, თბ., 1990.