ანჩაბაძე გიორგი ზურაბის ძე

ანჩაბაძე გიორგი ზურაბის ძე (დ. 10. I. 1949, თბილისი), ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე. ისტ. მეცნ. დოტორი (1990), პროფესორი (1998). ზ. ანჩაბაძის შვილი.

1971 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი თურქეთის ისტორიის განხრით. 1995-იდან საქართვ. თავდაცვის სამინისტროს გაერთ. სამხ. აკადემიის ისტ. კათედრის გამგეა. იკვლევს საქართვ. და კავკ. ხალხების პოლიტ., სამხ. და ეთნიკური ისტ., ისტორიული გეოგრ. საკითხებს; ურთიერთობებს ახლო არმოსავლეთის ქვეყნებთან; მუშაობს ისტორიოგრაფიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხებზე.

თხზ.: დიმიტრი ბაქრაძე როგორც წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი, თბ., 1982; საქართველოს ომების ქრონოლოგია (1490 წლამდე), თბ., 1998; Источниковедческие проблемы военной истории Грузии, Тб., 1990.