აბაშიძე დავით (დოდო) ივანეს ძე

დ. აბაშიძე

აბაშიძე დავით (დოდო) ივანეს ძე (1. V. 1924, თბილისი, – 25. I. 1990, იქვე), მსახიობი.

დ. აბაშიძე. აბდუშაჰილი. კადრი ფილმიდან "ბაში-აჩუკი". 

საქართვ. სახ. არტისტი (1967). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1992, გარდაცვალების შემდეგ). დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1949). 1949–56 მუშაობდა რუსთაველის თეატრის მსახიობად, სადაც ითამაშა 20-ზე მეტ სპექტაკლში. როლები: პეპო (გ. სუნდუკიანის „პეპო“), როლერი (ფ. შილერის „ყაჩაღები“), გიორგი (ი.ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“) და სხვ. 1956-იდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. ეკრანზე განასახიერა ბიჭიკო („ჭრიჭინა“, რეჟ. ს. დოლიძე, ლ.ხოტივარი, 1954), აბდუშაჰილი („ბაში-აჩუკი“, რეჟ. ლ. ესაკია, 1956), უშანგი („მე ვიტყვი სიმართლეს“, რეჟ. ლ. ხოტივარი, 1957), დღვირა („თეთრი ქარავანი“, რეჟ-ები ე. შენგელაია, თ. მელიავა, 1963), ალუდა („ხევსურული ბალადა“, რეჟ. შ. მანაგაძე, 1965), ომარ მარღანია („მაცი ხვიტია“, რეჟ. გ. შენგელაია, 1966), სოსანა („დიდი მწვანე ველი“, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1967, დიპლომი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ერევანში, ამიერკავკ. რესპუბლიკების და უკრ. II კინოფესტივალზე, 1968), ბაჩუა („ტარიელ გოლუა“, რეჟ. ლ. ხოტივარი, 1968), თავადი ვახვარი („არ იდარდო!“, რეჟ. გ. დანელია, 1968), მამამზე ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, რეჟ-ები: კ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1969), ალექსანდრე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, რეჟ. გ. მგელაძე, 1969; დიპლომი და პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მინსკის IV საკავშ. კინოფესტივალზე, 1970). გუჯა („მეზობლები“, რეჟ. რ. ჭარხალაშვილი, 1970), ნიკო („როცა აყვავდა ნუში“, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1972), პრისტავი – პოლიციის უფროსი („ვერის უბნის მელოდიები“, რეჟ. გ. შენგელაია, 1973), ნესტორ კალანდარიშვილი („ციმბირელი პაპა“, რეჟ გ. კალატოზიშვილი, 1973), იასონი („პირველი მერცხალი“. რეჟ. ნ. მჭედლიძე, 1975; პრიზი „ოქროს ჯიხვი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის თეირანის IV საერთაშ. კინოფესტივალზე, 1975; I პრემია ფრუნზეს IX საკავშ. კინოფესტივალზე, 1976; სპეც. პრიზი მინსკის სპორტული ფილმების VI საკავშ. კინოფესტივალზე, 1976), ირაკლი რაზმაძე („საქმე გადაეცემა სასამართლოს“, რეჟ. გ. კვაჭაძე, 1975), ექიმი გაბრიელი („მწვერვალი“, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1976), ვარლამი („რაჭა – ჩემი სიყვარული“, რეჟ-ები: თ. ფალავანდიშვილი, ი. მედვედი), სეთური („დათა თუთაშხია“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, ორივე 1977), ყვარყვარე („ყვარყვარე“, რეჟ. დ. აბაშიძე, 1978), სიმონი („ქორწინება იმერულად“, რეჟ-ები: ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1979), პაატა ბატონიშვილი („წიგნი ფიცისა“, რეჟ-ები: გ. ლორთქიფანიძე, ა. დარსაველიძე, 1983), გიორგი („ფესვები“, რეჟ. ყ. მგელაძე, რუსთაველის პრემია, ). რეჟ. ს. ფარაჯანოვთან ერთად გადაიღო ფილმები: „ამბავი სურამის ციხისა“ (1984; შეასრულა ოსმან-აღასა და მესტვირის როლები, ფილმს საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, პორტუგალიასა და ნიდერლანდში გამართულ საერთაშ. კინოფესტივალებზე მიღებული აქვს პრიზები) და „აშუღი-ყარიბი“ (1988). ა-ის მიერ შესრულებულ როლებს ახასიათებთ ლირიზმი, სიკეთე, უშუალობა, სიცოცხლის სიყვარული. მსახიობი მკვეთრი ფერებით ასახიერებდა დრამატულ, კომედიურ თუ გროტესკულ სახეებს.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: წერეთელი კ., დოდო აბაშიძე (რუს. და ქართ. ენებზე), თბ., 1976.

ა. გვენცაძე