გრაბარი ანდრე

გრაბარი (Grabar) ანდრე (1896, კიევი, – 5. X. 1990, პარიზი), ხელოვნების ისტორიკოსი, ადრინდ. ქრისტ. და ბიზანტ. ხელოვნების მკვლევარი. პარიზის კოლეჟ დე ფრანსისა და ეკოლ დეზ-ოტ-ეტიუდის პროფესორი. საფრანგეთის წარწერათა და ბელეტრისტიკის აკად. და მრავალი ქვეყნის სამეცნ. საზ-ბისა და აკად. წევრი. ავტორია ფუნდამენტური ნაშრომებისა, რ-ებშიც განხილულია გვიანდ. ანტ. და ადრინდ. შუა საუკ. ბიზანტიისა და აღმ. ევრ. ქვეყნების იკონოგრაფიის, მხატვრობისა და გამოყენებითი ხელოვნების, ხუროთმოძღვრების ისტორიის საკითხები. ზოგ მათგანში განხილულია ძვ. ქართ. ხელოვნების ძეგლებიც.

თხზ.: L’ Empereur dans l’art byzantin. Recherches sur l’art officiel de l’Empire d’Orient, P., 1936; Byzantine painting. Historical and critical Study, Geneva, 1953; Les revêtements en or et en argent des icones byzantines du Moyen-âge, Venise, 1975.

ვ. ბერიძე