აბაი

აბაი, მთა ბზიფის ქედის დას. ნაწილში. სიმაღლე 2188 მ. აგებულია ცარცული კირქვებით, მერგელებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. წვერი გუმბათისებრი აქვს, სამხრ. კალთა თანდათან ერწყმის მოვაკებულ ადგილ აბაის, დანარჩენი ციცაბოა, დაკარსტული. ჩრდ. ფერდობზე სუბალპ. ტყე-ბუჩქნარია, სხვაგან – სუბალპ. მდელო.

დ. უკლება