აბაშიძე ლერი ივანეს ძე

აბაშიძე ლერი

აბაშეძე ლერი ივანეს ძე (25. XII. 1935, ხაშური, – 30. VII. 1994, თბილისი), გენერალ-ლეიტენანტი (1993). დაამთავრა მოსკ. სამხ. სასწავლებელი (1959), მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკად. (1968). 1959–65 იყო ოცეულის, ასეულის მეთაური კიევის სამხ. ოლქში, 1968–73 – იმიერბაიკალეთის სამხ. ოლქის მოტომსროლელი ბატალიონის მეთაური, პოლკის მეთაურის მოადგილე, პოლკის მეთაური, დივიზიის მეთაურის მოადგილე, 1976-იდან გენ.-მაიორი. 1973–79 _ დივიზიის მეთაური, 1979–81 – ჩრდ. კავკ. სამხ. ოლქის კორპუსის მეთაურის მოადგილე, 1981–89 – აფხაზეთის ასსრ. სამხ. კომისარი და სოხუმის გარნიზონის უფროსი, 1989–91 – ამიერკავკასიის სამხ. ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე, 1992-იდან - საქართვ. რესპ. სახელმწ. მეთაურის მთავარი სამხ. მრჩეველი.

დაჯილდოებულია წითელი ვარსკლვლავის, შეიარაღებულ ძალებში „სამშობლოს სამსახურისათვის“ – III ხარისხის ორდენებით და მედლებით, მ. შ. – 2 მონღოლეთის მედლით.

ლ. დოლიძე