აბაშიძე მურთაზ ალექსანდრეს ძე (22. IV. 1927, სოფ. ჭალა, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, _ IX. 2004), კერამიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1980).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1955). მისი პედაგოგები იყვნენ ზ. მაისურაძე, ა. ფიცხელაური, დ. ციციშვილი, ნ. გომელაური. 1956-იდან თბილ. საშენ მასალათა კომბინატის მთავარი მხატვარია. 1959-იდან მონაწილეობდა სსრკ-ისა და საზღვარგარეთის (ბელგია, საბერძნეთი, იტალია, კანადა, პორტუგალია) ქ-ებში გამართულ მხატვართა გამოფენებში. დაჯილდოებულია ფაენცის კერამიკის საერთაშ. კონკურსისა (იტალია, 1969, 1972, 1974, 1984) და პოლ. საერთაშ. გამოფენის (1975) დიპლომებით, სსრკ სახ. მეურნ. მიღწევათა გამოფენის ოქროსა (1985) და ვერცხლის (1987) მედლებით.
ა. ავტორია კარიკატურების წიგნისა (1980, თბილისი). ნამუშევრები: დეკორატიული ჭურჭელი (1970), ლარნაკი (1978), თასი (1977) და სხვ.