აბაშიძე როსტომ ნიკოლოზის ძე (8. III.1816, სოფ. მოლითი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 11. XI. 1883, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1878), გენერლების დიმიტრი აბაშიძის მამა და დავით აბაშიძის ძმა 1865–74 მეთაურობდა კავკ. მე-14 სახაზო ბატალიონს, 1874–79 – ალექსანდროპოლის 161-ე ქვეით პოლკს. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) და რუს.-ოსმ. (1877–78) ომებში. 1879-იდან იყო ქუთაისის გუბ. სამხ. უფროსი.
დაჯილდოებულია წმ. ანას II და წმ. სტანისლავის I ხარისხის ორდენებით.
მ. გოგოტიძე