აბაშიძე როსტომ ომერის ძე

აბაშიძე როსტომ

აბაშიძე როსტომ ომერის ძე ( დ. 23. II. 1935, ბათუმი), სპორტსმენი (ბერძნ.-რომ. ჭიდაობა). 1959 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი. 1962 მიენიჭა სსრკ სპორტის დამს. ოსტატის წოდება. სსრკ ნაკრების წევრი (1957 – 64). მსოფლიოს სამგზის (1958, 1962, 1963), სსრკ სამგზის (1957, 1960, 1962), ახალგაზრდობის III საერთაშ. მეგობრული სპორტ. თამაშების (მოსკოვი, 1957) ჩემპიონი. გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით და ტაქტიკური აზროვნების უნარით. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: გუგუშვილი ნ., ჭიდაობას რა უნდა; თბ., 1965.

ნ. გუგუშვილი