აბგა, პატარა ნივთების ჩასალაგებელი. მხარიღლივ გადასაკიდი ჩანთა (შალის, აბრეშუმის, ტილოს ან ტყავისა), ა-ით დაჰქონდათ ხელნაწერი წიგნები და გრაგნილები, საგზალი, ხელსაქმე და სხვ. დასტაქრები ა-ში აწყობდნენ სამკურნ. იარაღებსა და წამლებს. „აბგის წამლებს“ წვრილი ვაჭრებიც დაატარებდნენ სოფლებში გასაყიდად.
გ. ჯალაბაძე