დავით ტბელი, X ს. II ნახ. ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ტბეთის ეპისკოპოსი. ბერძნულიდან თარგმნა კიმენური [„ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ნეტარისა მართაჲსი, წმიდისა სჳმონის დედისაჲ" (ხელნაწერი Aტჰ. 55, A–97); „ცხორებაჲ გრიგოლ აკრაკანტელისაჲ" (ხელნაწერი შ–384) და სხვ.] და მეტაფრასული [„წამებაჲ წმიდისა დიდისა მოწამისა არტემისი" (ხელნაწერი ქუთ. 4); "წამებაჲ წმიდათა და ყოვლადქებულთა ათთა ქრისტეს მოწამეთა" (ხელნაწერი A–90) და სხვ.] ჰაგიოგრაფიული ძეგლები.
ეფრემ მცირის ცნობით, მას უთარგმნია სიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასები. მასვე ეკუთვნის გრიგოლ ღვთისმეტყველის რამდენიმე თხზულების თარგმანი. ძვ. წყაროებში დ. ტ. იხსენიება ეპისკოპოს სტეფანე სანანოიძესთან ერთად.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მ ა ჭ ა ვ ა რ ი ა ნ ი მ., დავით ტბელის მთარგმნელობითი მეთოდის თავისებურება, კრ.: მრავალთავი, XVII, თბ., 1992; მ ი ს ი ვ ე, გრიგოლ ნაზიანზელის რიტორიკული ხელოვნების თავისებურებანი დავით ტბელის თარგმანებში, წგ.: ისტორიულ-ფილოლოგიური კრებული, თბ., 1997.
შ. ონიანი