დავითურნი

დავითურნი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის აღმ. კალთაზე. ზ. დ. 1600 მ, დუშეთიდან 57 კმ. 2 მცხ. (2002).

სოფლის ძველ, მიტოვებულ ნაწილში, მდ. ხანდოსხევის ერთ-ერთი განშტოების შუა წელზე კლდოვან კონცხზე მდებარეობს ე. წ. ციხის მთავარმოწამის კომპლექსი, რ-შიც შედის ზურგიანი კოშკი, სალოცავი, ჭურჭლის შესანახი სათავსი, დარბაზი, ორსართულიანი კოშკი და ნანგრევებად ქცეული რამდენიმე საცხოვრ. ნაგებობა.

სოფლის ჩრდ-ით 0,5 კმ-ზე, მთის წვერზე, დგას მცირე ზომის სამლოცველო – ლომისის ხატი.