ალისუბანი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა ალისუბნისა და ქვედა ალისუბნის გავრცელებული სახელწოდება.
ა. წყაროებში პირველად 1578 იხსენიება. ა-ში დგას ალავერდის ეკლესია (XVI ს.), რ-ის სამშენებლო წარწერა ინახება სოფ. ჩხარის (თერჯოლის მუნიციიპ.) მუზეუმში. წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის აღმშენებელი სიმეონ ჩხეიძე. ამავე ეკლესიის კედელზე იყო მიტროპოლიტ იოსებ გენათელის წარწერაც, რ-მაც XVIII ს. II ნახევარში ეკლესია მნიშვნელოვნად შეაკეთა და 1762 გელათის მონასტერს დაუბრუნა. ა. 1773 იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ქუთაისის საეპისკოპოსო ტაძარს გადასცა.
თ. ბერაძე