აბზინდა

აბზინდა. თრელის სამაროვანი. გვიანდ. ელინისტური ხანა. ბრინჯაო.

აბზინდა, სარტყლის, ფეხსაცმლის და სხვა მისთანათა შესაკრავი, უფრო ხშირად ლითონისა.

-ს ზოგჯერ ბალთას ეძახიან. საქართველოსა და შუა კავკ. ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლ. დასასრულიდან I ათასწლ. შუა ხანამდე ფართოდ იყო გავრცელებული ბრინჯაოს სწორკუთხა ა., რ-საც შიდა მხრიდან შესაკრავი კავი აქვს. ამგვარ ა-ებზე ხშირად ამოკვეთილია მითოლოგიური ცხოველების გამოსახულებები და გეომ. სახეები. ახ. წ. პირველ საუკუნეებში საქართველოში ასხამდნენ ჭვირულ ა-ებს (საშ. ზომა 12×12 სმ), რ-თა ჩარჩოზე – არშიაზე – გამოყვანილია ზენური ხვია, ხოლო მის შიგნით, უმეტეს შემთხვევაში, ოთხი ცხოველის გამოსახულება. როგორც წესი, ცენტრ. ადგილი უკავია სტილიზებულ ირემს, ხარს, ჯიხვს ან ცხენს, რ-თა წინ, ქვევით და ზევით სხვადასხვა ცხოველის მინიატიურული გამოსახულებაა. რადგან ძველად ქართვ. და ზოგიერთ სხვა ტომებში სარტყელი წარჩინებულობის ნიშნად იყო მიჩნეული ან საღმრთო (საკულტო) მნიშვნელობა ჰქონდა, სავარაუდოა, რომ -ზე გამოსახული სცენები და სურათები სიმბოლურ-მაგიური და მითოლოგიური შინაარსის მატარებელია.

გვიანდ. ანტ. ხანიდან რომაული კულტ. ზეგავლენით მთელს მსოფლიოში გავრცელდა ახ. ტიპის ა. – მომცრო, ენიანი და გამირიანი. ხევსურეთში -ს საყრელს, კარშიკს უწოდებენ, სამეგრელოში–ყუნს. ა-ის სახესხვაობაა აგრაფი, რ-საც ანტ. ხანაში წამოსასხამის შესაკრავად ხმარობდნენ.

ი. გაგოშიძე