აბრამიძე პავლე ივლიანეს ძე

აბრამიძე პავლე

აბრამიძე პავლე ივლიანეს ძე (19. III. 1901, ქ. ვანი ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, — 3. IV. 1989, თბილისი), გენერალ-მაიორი (1940).

დაამთავრა ქართ. გაერთ. სამხ. სკოლა. (1926), „ვისტრელის“ კურსები (1931) და მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემიასთან არსებული უმაღლესი კურსები (1947). 1933-იდან პოლკის, ხოლო 1938-იდან დივიზიის მეთაური იყო. 1939 მონაწილეობდა დას. უკრაინისა და დას. ბელორუსიისათვის ბრძოლებში. იყო სსრკ-ფინეთის (1939– 40) და II მსოფლიო (1939–45) ომების აქტ. მონაწილე. იბრძოდა პერემიშლის, ლვოვის, დროგობიჩის, ვინიცის, კიევის მისადგომებთან. 1949-იდან სამხ.-პედ. საქმიანობას ეწეოდა. 1956-იდან თადარიგში გავიდა.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

ლ. დოლიძე