ამილახვარი ალექსანდრე ვლადიმერის ძე (20. XI. 1879, გორი, – 21. VIII. 1968, ნიუ-იორკი, აშშ), რუსეთის არმიის გვარდიის პოლკოვნიკი (1917).
პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ იყო სამხ. სამსახურში. 1912 ჩარიცხეს პეტერბ. მაზრის გვარდიის კავალერიაში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18).
1917 მეთაურობდა თავისსავე შექმნილ ქართველ ცხენოსანთა პოლკს. 1920 ემიგრაციაში წავიდა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს (1936–39) სხვა ქართვ. ოფიცრებთან ერთად მოხალისედ შევიდა ფ. ფრანკოს არმიაში.
1957 ნიუ-იორკში წავიდა და სათავეში ჩაუდგა რუსი სამხ. ინვალიდების კავშირს. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენით და წმ. გიორგის იარაღით.
ლიტ.: Волков С. В., Офицеры россиской гвардии, М., 2002.
შ. ცირეკიძე