„დავლური“, ქართული ხალხური ჯგუფური (მასობრივი) ცეკვა.
სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხრა-მოხრით, საზეიმო განწყობილებით. მისი კომპოზ. აგებულება (მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილებად დაყოფა, წრეზე წინსვლა) დამახასიათებელია ბევრი სხვა ქართ. ჯგუფური ცეკვისთვისაც.
დასასრულ, გადადის წყვილთა ცეკვა „ქართულში". სრულდება დუდუკის ან გარმონისა და დოლის თანხლებით. დ-ის მუს. ზომაა 6/8. გამოყენებულია ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებებში (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი", დ. არაყიშვილის „თხზულება შოთა რუსთაველზე" და სხვ.).
ლ. გვარამაძე