დავრიშვილი გიორგი დავითის ძე

დავრიშვილი გიორგი დავითის ძე (1810–1875), ექიმი.

1830 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1830–36 მუშაობდა საოლქო გიმნაზიის ექიმად მოსკოვში, ხოლო შემდეგ – შაქის (ნუხის) მაზრაში (აზერბაიჯანი), 1836 – თბილ. ქალაქის საავადმყოფოში, 1837 კი – თელავის მაზრაში. იმავე წელს მიავლინეს ქოლერის ეპიდემიის სალიკვიდაციოდ ხევსურეთში.

1846-იდან თბილ., ხოლო 1866-იდან ალექსანდროპოლის (ახლანდ. გიუმრი) სამხ. ჰოსპიტალში მუშაობდა. იყო კავკ. სამედ. საზ-ბის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი აქტ. წევრი.

ლიტ.: საქართველოს მედიცინის ისტორია, ტ. 4, წგ. 1, თბ., 1960; შ ე ნ გ ე ლ ი ა მ., ქართული მედიცინის ისტორია, თბ., 1970.

მ. შენგელია