ანჯაფარიძე ლევან ივლიანეს ძე

ანჯაფარიძე ლევან ივლიანეს ძე [10 (23). XI. 1902, ქუთაისი, – 21. VIII. 1972, თბილისი], თერაპევტი. მედ. მეცნ. კანდიდატი (1938), დოცენტი (1941), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). კლინიკური ჰემატოლოგიის ფუძემდებელი და ენდოკრინოლოგიური კლინიკის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში.

1926 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1939– 49 იყო თბილ. გ. მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კლინიკური განყ-ბის გამგე. 1954 – 68 განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილ. სახელმწ. ინ-ტის თერაპიის II კათედრას. ჰეამტოლოგთა საერთაშ. საზ-ბის წევრი (1958). 1963–70 თბილ. თერაპევტთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: შინაგანი სნეულებანი და ავადმყოფის მოვლა, თბ., 1954 (თანაავტ. გ. მხეიძე); შინაგანი სნეულებანი, ნაწ. 2, თბ., 1961 (თანაავტ. გ. მხეიძე).