ანჯოლელო

ანჯოლელო (Angiolello) ჯოვანი მარია (1451 ან 1452, ვიჩენცა, – 1547), ცნობილი ვენეციელი მოგზაური.

1472-იდან ოსმალთა სამსახურში იყო და 1476–77 მონაწილეობდა მოლდავეთის და უნგრეთის, ხოლო 1481 – ეგვ. სულთნის წინააღმდეგ ბრძოლებში. მეჰმედ II-ის სიკვდილის შემდეგ შეეკედლა ირანს. რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. 1507–14 ისევ აღმოსავლეთში იმყოფებოდა, მსახურობდა შაჰ-ისმაილის კარზე. 1514 სამუდამოდ დაბრუნდა სამშობლოში. 1517-იდან სიკვდილამდე ნოტარიუსების კოლეგიის თავ-რის თანამდებობა ეკავა.

-მ საყურადღებო ცნობები დაგვიტოვა XV–XVI სს. საქართველოზე, განსაკუთრებით საქართველოსა და ირანის შაჰების (უზუნ-ჰასანი, ისმაილი) ურთიერთობებზე 1477- 1514 წლებში.

თხზ.: XV ს. იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალიშვილმა, თბ., 1981.

ე. მამისთვალიშვილი