აპოლონი (Bombus apollineus), ბუდის მშენებელი საზოგადოებრივი მწერი ფუტკრისებრთა ოჯახისა. კავკ. ენდემური სახეობაა. გვხვდება გაველიანებულ სუბალპ. მდელოებზე. საქართველოში გავრცელებულია სამხრეთ მთიანეთში (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა), საქართვ. გარეთ - კავკასიონის დას. ნაწილში, სომხეთში, აზერბაიჯანში (ზუვანთი). მისი სხეულის სიგრძეა 1,7 სმ. დაფარულია თეთრი და შავი ბუსუსების ზოლებით, მხოლოდ მუცელზე აქვს შედარებით დიდი თეთრი ზოლი, თვითონ მუცელი კი ნარინჯისფერ-წითელი ბუსუსებით მთავრდება. ა. ფართო პოლიტროფია. ამტვერიანებს სუბალპ. მდელოების ყვავილოვან მცენარეებს. იხ. სტ. ბაზი.
ი. სხირტლაძე