არაბული ირაკლი მიხეილის ძე (10. V. 1924, სოფ. წინხადუ, დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 29.VII.1993, თბილისი), პოეტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1952). 1952 – 84 მუშაობდა გამომც. „საბჭოთა საქართველოში“ რედაქტორად. პირველი ლექსი „დარიალი“ 1944 გამოაქვეყნა გაზ. „მებრძოლის დროშაში“, პირველი პოეტური კრებ. „ოცნება მთებზე“ – 1956. ავტორია ლექსების კრებულებისა: „გარბენილი ბილიკები“ (1958), „დგას გაზაფხული“ (1960), „თორელის სიმღერა“ (1962), „გულს იქ უხარის“ (1968), „წყალჭალა ჩემი“ (1970), „კოშკებზე წარწერილი სტრიქონები“ (1974), „ხმები“ (1984), „კაცითა ერთით...“ (1987), „თამარის მონატრება“, „დუმილის სევდა“, „სადაც ვშობილვარ“ (სამივე 1991).