არაგვა

არაგვა, არაკვა, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჟავახეთის რეგიონი), მდ. ბარალეთისწყლის (ფარავნის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., თოთხამი, კორხი, მაჭატია, ორჯა). ზ. დ. 1700 მ, ახალქალაქიდან 10 კმ. 861 მცხ. (2014).

სოფელში დგას კარგად ნაგები XIX ს. გუმბათოვანი ეკლესია. სოფლის აღმ-ით, მაღლობზე, შუა საუკ. ეკლესიის ნანგრევებია. ეკლესიის მახლობლად იწყება დარანი, რ-იც სოფ. ზაკვისკენ მიემართება.