არაგვი

არაგვი, მდინარე აღმ. საქართველოში, ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. მტკვრის მარცხ. შენაკადი (ერთვის ქ. მცხეთასთან). სიგრძე 112 კმ, აუზის ფართ. 2740 კმ². -ის სისტემას ქმნის მდ-ები – მთიულეთის (თეთრი) ა., გუდამაყრის (შავი) ა., ხევსურეთის ა. და ფშავის ა.მთავარია მთიულეთის ა., რ-იც იწყება ყელის ვულკ. მთიანეთის ჩრდ.-აღმ. ნაწილში. ა. ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა, ქვემოთში მუხრან-საგურამოს ვაკეზე იშლება. შესართავთან ერთმანეთისაგან გამოყოფს სხალტბისა და საგურამოს ქედებს. ა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის, აგრეთვე მყინვარებისა და მარადი თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყალი მდინარის სხვადასხვა ნაწილში წლ. ჩამონადენის 40–70%-ს შეადგენს, წვიმისა და თოვლის წყალი კი ცალ-ცალკე 15-იდან 30%-მდე აღწევს. წყალდიდობა იწყება გაზაფხულზე და შუა აგვ-მდე გრძელდება. შემოდგომაზე ხშირია წყალმოვარდნა. ზამთარში წყალმცირეა. -ის ჩამონადენი გაზაფხულზე წლიური ჩამონადენის 39,3%-ს შეადგენს, ზაფხულში – 30,8%, შემოდგომაზე – 19,5%-ს, ზამთარში – 10,4%-ს. არ იყინება. -ს მტკვარში წლიურად 1,8 მლრდ. მ³ წყალი შეაქვს. იყენებენ მუხრან-საგურამოს ვაკის სარწყავად. -იდან გაყვანილია მუხრანის არხი. -ის ქვემო დინების ფარგლებში გამოედინება ბულაჩაურის, ნატახტრისა და საგურამოს ფილტრატები, რ-ებიც თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს. -ის ხეობაში, დაბა ჟინვალთან, აგებულია ჟინვალის ჰიდროკვანძი (ჰესი და წყალსაცავი), რ-იც დიდ როლს ასრულებს თბილისის წყალმომარაგებაში. -ის ხეობაში გადის საქართვ. სამხ. გზა.

ი. აფხაზავა