არაგვისპირი

არაგვისპირი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი) მდ. არაგვის მარჯვ. ნაპირზე. შეიქმნა სოფლების ინიანთკარის და ფიქურაულთკარის გაერთიანების შედეგად. ზ. დ. 700 მ, დუშეთიდან 8 კმ. 907 მცხ. (2014).

ა. ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. დასახლებული ბრინჯაოს ხანიდან. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) -ს ისტ.-გეოგრ. მხარეს–ბაზალეთ-არაგვისპირს მიაკუთვნებს. ა. XV–XVIII სს-ში შედიოდა არაგვის საერისთავოში. 1804 აღწერით ა-ში 11 კომლად ცხოვრობდა 107 მოსახლე. 1865 ა. თბილ. მაზრის დუშეთის უბნის არანისის სასოფლო თემში შედიოდა. შემონახულია შუა საუკ. ეკლესია.

ჯ. გვასალია