არქეოლოგიური ჟურნალები

არქეოლოგიური ჟურნალები, პერიოდული და სერიული სპეციალური გამოცემები არქეოლოგიის საკითხებზე. გამოკვლევები იბეჭდებოდა აგრეთვე ფართო პროფილის ჟურნალებში. ა. ჟ-ის გამოცემა საქართველოში XIX ს. II ნახევრიდან დაიწყო. აღსანიშნავია: „Известия Кавказского отдела Императорского русского географического общества“ (т. 1–25, Тфл., 1872–1917); „Записки общества любителей кавказской археологии“ (Тфл., 1875–1908), ერთ-ერთი რედაქტორი – დ. ბაქრაძე; „Известия Общества любителей кавказской археологии“ (в. 1, Тфл., 1877); „Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа“ (в. 1–46, Тфл.-Махачкала, 1881–1929); „Известия Кавказского общества истории и археологии“ (в. 1–2, Тфл., 1882 – 84), რ-ის ერთ-ერთი რედაქტორი დ. ბაქრაძე იყო; „Материалы по археологии Кавказа“ (в. 1–14, М., 1888–1916); „Известия Кавказского музея“ (т. 1–12, Тфл., 1897–1919); ისტ.-გეოგრ. და გეოგრ.-ეთნოგრ. ჟურნ. „მოგზაური“ (1901–04); „Известия Кавказского отделения Императорского московского археологического общества“ (в. 1–6, Тфл., 1904–21), რ-ის ერთ-ერთი რედაქტორი ე. თაყაიშვილი იყო; „Записки Кавказского музея“ (სერია – А. в. 1–7, В, т. 1, Тфл., 1915–18); ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით საქართვ. საისტ. და საეთნოგრაფიო საზ-ბამ გამოსცა „საქართველოს სიძველენი“ (ტ. 1–3, ტფ., 1899–1910, III ტომის დამატება – 1926) და „ძველი საქართველო“ (ტ. 1– 4, ტფ., 1909–15).

მომდევნო პერიოდის გამოცემებიდან, რ-ებშიც ქვეყნდებოდა არქეოლ. მასალა, აღსანიშნავია: „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე“ (ტ. 1–10, ტფ., 1919/20–1930); „საქართველოს მუზეუმის შრომები“ (ტ. 1–6, თბ., 1920–33); „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“ (1922-იდან; 1949-იდან აკად. ს. ჯანაშიას სახელობისა); „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები“ (1936-იდან); „აკადემიკოს ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე“ (ტ. 1–14, თბ., 1937–44); „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“ (ნაკვ. 1–35, თბ., 1937–63); „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“ (1940-იდან); „ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები“ (1955–64); 1947 გამოვიდა ამავე ინ-ტის შრომები სათაურით „ანალები“ (ტ. 1), ხოლო 1949–53 – „მიმომხილველი“ (ტ. 1–3); „მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის“ (1955-იდან); „მაცნე“ (1960-იდან, 1971-ისტ. არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტ. სერია); „ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები“ (1960-იდან); „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები“ (1969-იდან); „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები“ (ბათუმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კრებული 1964-იდან); „კახეთის არქეოლოგიური ექპსედიციის შრომები“ (ტ. 1–8, თბ., 1969, 1979, 1979, 1980, 1982, 1984, 1984, 1988); „ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები“ (1–5, თბ., 1969, 1974, 1978, 1982, 1987); „ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები“ (1–4, თბ., 1970, 1978, 1979–1982); „არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში“ (ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის კრებული, თბ., 1971, 1972). „მცხეთა“. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები (ტ. 1–8, თბ., 1955; 1978, 1980, 1980, 1981, 1982 1985, 1989); „ვანი“. არქეოლოგიური გათხრები (ტ. 1–8, თბ., 1972, 1976, 1977, 1979, 1981, 1982, 1983, 1986); ნოქალაქევი. არქეოპოლისი, I–II. არქეოლოგიური გათხრები 1973–82 (თბ., 1981–87); „დიდი პიტიუნტი“, არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინტაში (ტ. 1–3, თბ., 1975, 1977, 1978); „საქართველოს არქეოლოგიის საკითხები“ (ტ. 1–3, თბ., 1978, 1979, 1985); „თბილისი“. არქეოლოგიური ძეგლები (ტ. 1, თბ., 1978); „კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები“ (1–2, თბ., 1978, 1985); „კავთისხევის არქეოლოგიური ძეგლები“ (I, თბ., 1980); „ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები“ (1–2, თბ., 1981, 1983); „ჟინვალი“. არქეოლოგიური კვლევა-ძიება არაგვის ხეობაში (ტ. 1, თბ., 1983); „რუსთავი“ (I, თბ., 1988); „Известия Кавказского историко-археологического института в Тифлисе“ (1–5, Тфл., 1923–27); „Бюллетень Кавказского историко-археологического института в Тифлисе“ (№ 1–8, Тфл.-Л., 1928–31); „Известия Юго-Осетинского ин-та краеведения“ (в. 1, Цхинвали, 1933-იდან; 1946-იდან – „Известия Юго-Осетинского научно-исследовательского института АН ГССР:, Цхинвали-Тб.); „Труды Абхазского научно-исследовательского института краеведения“ (в. 1, Сух., 1934-იდან; 1949-იდან „დ. გულიას სახ. აფხაზეთის ენის. ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, სოხ.); „დ. გულიას სახ. აფხ. ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის მოამბე“ (№ 1, თბ., 1972-იდან); „Материалы по археологии Абхазии“ (Абхазский ин-т языка, литературы и истории им. Д. И. Гулиа, 1967, 1979); „Полевые археологические исследования“ (არქეოლ. კვლევის ცენტრის კრებული, 1973-იდან. 1973 და 1974 პარალელურად გამოიცა ქართულ ენაზე ცალკე წიგნად); „Археологические исследования на новостройках Грузинской ССР (кн. 1–2, Тб., 1976, 1982); „Историко-Филологические разыскания“ (ч. 1, Тб., 1980); „Археологические открытия 1980 года в Абхазии“ (Абхазский ин-т языка, литературы и истории им. Д. И. Гулиа, Тб., 1982-იდან). ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნ. სესიების მასალა იბეჭდება საქართვ. მეცნ. აკად. არქეოლ. კვლევის ცენტრის კრებულში „არქეოლოგიური ძიებანი“ (თბ., 1977, 1982, 1985, 1986, 1990).

ბ. ჯორბენაძე

ნ. ვაჩეიშვილი