არქეოლოგიური საზოგადოებები, სამეცნიერო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რ-ებიც მიზნად ისახავენ მატერიალური კულტურის ძეგლების დაცვას და შესწავლას. ა. ს. წარმოიშვა XVI ს-ში (ინგლისი, იტალია), განსაკუთრებით გავრცელდა XIX–XX სს-ში. მრავალი მათგანი შემდგომში გადაიქცა მნიშვნელოვან კვლევით დაწესებულებად, რ-ებიც სისტემატურად შეისწავლიან, აღადგენენ, იცავენ ძეგლებს, მუშაობის შედეგებს აქვეყნებენ სპეც. გამოცემებში.
ა. ს. არსებობდა საქართველოშიც. 1873 დ. ბაქრაძის თაოსნობით თბილისში დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება. აწარმოებდა გათხრებს და იცავდა კავკ. სიძველეებს. 1881 მას ეწოდა კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება. 1875–1908 ყოველწლიურად გამოსცემდა „Записки“-ს და 1882–84 წლებში „Известия“-ს. 1901 თბილისში გაიხსნა მოსკ. საიმპერატორო არქეოლ. საზ-ბის კავკ. განყ-ბა, რ-მაც 1904–21 გამოსცა „Известия“ (ტ. 1–6).
1907 თბილისში ე. თაყაიშვილის თაოსნობით დაარსდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რ-მაც გამოსცა „ძველი საქართველო“ (ტ. 1–4, 1909– 15), „საქართველოს სიძველენი“ (ტ. 1–3, 1899–1926), „მიმომხილველი“ (1926). 1955 მას ეწოდა საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის საზოგადოება. აქვს პერიოდული გამოცემა „საინტერესო წერილები“. რესპუბლიკაში მუშაობს აგრეთვე საქართვ. ისტ. და კულტ. ძეგლთა დაცვის საზ-ბა. აქვს პერიოდული გამოცემა „ძეგლის მეგობარი“ (1964-იდან).
ნ. ვაჩეიშვილი